ავიაბორტზე მუშაობა დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, თუმცა არსებობს ერთი ქმედება, რომელიც ბორტგამცილებლებს ყველაზე მეტად სძულთ და შეურაცხყოფად მიიჩნევენ. საუბარია მგზავრების მხრიდან მათზე შეხებაზე ან ხელის კვრაზე (პოკინგი) ყურადღების მიქცევის მიზნით.

პოპულარულ პლატფორმა Reddit-ზე ბორტგამცილებლებმა დეტალურად განმარტეს, თუ რატომ არის ეს ქცევა მიუღებელი:

ბორტგამცილებლები არიან უსაფრთხოების, პირველადი დახმარებისა და ევაკუაციის სპეციალისტები. მათზე ფიზიკური შეხება სამუშაო პროცესს არღვევს და ქმნის არაკომფორტულ გარემოს.

შეხება, მაშინაც კი, თუ ის უწყინარი გგონიათ, შესაძლოა აღქმული იქნას როგორც აგრესია ან შევიწროება.

ბევრი მგზავრისთვის უცნობია, რომ ბორტგამცილებლების უმეტესობას საათობრივი ანაზღაურება მხოლოდ თვითმფრინავის კარის დაკეტვის შემდეგ ეწყებათ. შესაბამისად, ჩასხდომის პროცესში, როდესაც ისინი ბარგის განთავსებაში გეხმარებიან, ტექნიკურად „უფასოდ“ მუშაობენ, რაც მათ სტრესს კიდევ უფრო ზრდის.

ეკიპაჟის წევრისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა ფედერალური რეგულაციების დარღვევაა. შედეგები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი:

  1. სიტყვიერი გაფრთხილება ბორტგამცილებლის ან კაპიტნისგან.

  2. რეისიდან მოხსნა და სამომავლო ფრენების აკრძალვა (Blacklist).

  3. დაპატიმრება პოლიციის მიერ თვითმფრინავის დაშვებისთანავე.