15-20 თებერვალს საქართველოს საჰაერო სივრცე (თბილისის მიმდებარე არეალი), დღის პირველ ნახევარში, დროებით იხურება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების განხორციელების მიზნით, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე (TBILISI CTR) დახურული იქნება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის. შესაბამისი NOTAM-ი სააგენტომ საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე განათავსა.

საჰაერო სივრცის დახურვა  შემდეგ პერიოდებში:

15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში;
16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში;
20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 15-20 თებერვალს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის თბილისის სამეთვალყურეო არის გარკვეულ პერიოდებში დახურვის გამო, ცვლილებები შეეხებათ შემდეგი ავიაკომპანიების განრიგებს: Georgian Airways-ი, flydubai, Turkish Airlines-ი, Pobeda Airlines-ი, Ural Airlines-ი, Nordavia, Gulf Air-იSkyUp-ი, Qeshm Air-ი, Air Arabia, Aeroflot-ი და FlyUIA.

აღსანიშნავია, რომ NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის. აღნიშნული შეტყობინებების ვებ-გვერდზე განთავსება ხდება იმ მომხმარებლების ინფორმირების მიზნით, რომლებთაც არ აქვთ წვდომა ან არ სარგებლობენ საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელებით.