ნორვეგიასა და საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს. ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 24 ოქტომბერს ქართველი დიპლომატი მაია ყიფშიძე ნორვეგიული კომპანია Avinor-ის საავიაციო მიმოსვლის განვითარებისა და ტვირთების დეპარტამენტის დირექტორს მარტინ ლანგოსს შეხვდა. საელჩოს ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრაზე მხარეებმა ნორვეგიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს.