2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მაჩვენებლების თანახმად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის ნოემბერში 34 153 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 15%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 30%-ით აღემატება.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა. “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.