ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ნოემბრის დადასტურებული ფრენების განრიგს აქვეყნებს. ნოემბერში ავიაკომპანია თბილისიდან ფრენებს შეასრულებს ვენის, ამსტერდამის, პარიზის, თელ ავივის და მინსკის მიმართულებით.
“ძვირფასო მგზავრებო, მოხარულნი ვართ გამოვაცხადოთ, დადასტურებული ფრენების განრიგი ნოემბერში:
თბილისი-ვენა-თბილისი: ყოველ კვირას.
თბილისი-ამსტერდამი-თბილისი: ყოველ ორშაბათს და შაბათს.
თბილისი-პარიზი-თბილისი: 5 ნოემბერი
თბილისი-თელ ავივი-თბილისი: ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას.
თბილისი-მინსკი-თბილისი: 3,5,7,12,17,19,24 და 26 ნოემბერი”,- განმარტებულია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.