მთავარი რეიტინგები ნიუ-იორკში თბილისზე იაფი მხოლოდ ტანსაცმელია

ნიუ-იორკში თბილისზე იაფი მხოლოდ ტანსაცმელია

188

ნიუ-იორკში თბილისზე იაფი მხოლოდ ტანსაცმელია. ასეთია საიტის Expatistan მონაცემები.

პორტალის ცნობით, შეერთებულ შტატში ტანსაცმელის შეძენა საშუალოდ 11%-ით ნაკლები დაგიჯდებათ, მათ შორის ჯინსის შარვალი დაახლოებით 17%-ით იაფია, საზაფხულო კაბა 16%-ით, სპორტული ფეხსაცმელი კი 23%-ით. ამასთან, ნიუ-იორკში საშუალოდ 50%-ით ძვირი ჯდება ტყავის ფეხსაცმელის ყიდვა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, ნიუ-იორკში თბილისთან შედარებით 190%-ით ძვირია საკვები, 417%-ით – საცხოვრებელი, 235%-ით – ტრანსპორტირება, 154%-ით – გართობა.

მთლიანობაში, ნიუ-იორკში, თბილისთან შედარებით, ცხოვრება საშუალოდ 228%-ით ძვირია.

მსოფლიოში კი თბილისი ერთ-ერთი უიაფესი ქალაქია. 348 შესწავლილი ქალაქიდან, თბილისი 326 ადგილზეა.

საქართველო კი 106 შესწავლილი ქვეყნიდან 97-ე ადგილზეა. ძვირი ქვეყნების რეიტინგში კი ბერმუდა, ისლანდია და კაიმანის კუნძულები ლიდერობენ.