ონლაინ ფასდაკლების სერვისის Wethrift-ის კვლევის მიხედვით, ინდოეთის დედაქალაქი ნიუ დელი 2024 წლის ყველაზე ხელმისაწვდომ სამოგზაურო ადგილად დასახელდა.
რეიტინგში გამარჯვებულები რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით გამოვლინდნენ, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა, ტურისტული ატრაქციონების მონახულების საშუალო ღირებულება და განსახლების ფასები.
2024 წლის ტოპ 10 ყველაზე ხელმისაწვდომი ტურისტული მიმართულება ასე გამოიყურება:
1. ნიუ დელი, ინდოეთი – ქულა 69,2/80;
2. ჰანოი, ვიეტნამი – 63;
3. კაირო, ეგვიპტე – 61;
4. სტამბული, თურქეთი – 59,3;
5. ჰურგადა, ეგვიპტე – 59,2;
6. ბალი, ინდონეზია – 53;
7. ბანგკოკი, ტაილანდი – 52,6;
8. მარაკეში, მაროკო – 49,7;
9. ფუკეტი, ტაილანდი – 45,8;
10. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია – 44,7.
კვლევაში ნათქვამია, რომ ნიუ დელი განთქმულია თავისი ისტორიული ძეგლებით, საკვების დატვირთული ბაზრებითა და ტურისტული ატრაქციონებით, რომელთა მონახულება მოგზაურებს საშუალოდ 64,53 დოლარი უჯდებათ. გარდა ამისა, მეტროპოლია გთავაზობთ 145 სხვადასხვა საჰაერო მარშრუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტს შეუძლია ფრენისთვის საუკეთესო შეთავაზების პოვნა. ქალაქში საცხოვრებლის ფასები საშუალოდ არ აღემატება 50 დოლარს, რაც ერთ-ერთი ყველაზე საბიუჯეტო მაჩვენებელია ანალიტიკოსების მიერ განხილულ მიმართულებებს შორის.