თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიგ ავიაკომპანიებს, რომელთაც განრიგით უნდა შეესრულებინათ რეისები, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო პრობლემები ექმნებათ.

ავიაკომპანია flydubai-ს ორი რეისი, რომელიც დუბაიდან თბილისში უნდა დამჯდარიყო, ცუდი ხილვადობის გამო თბილისის ცაზე რამდენიმე საათიანი ტრიალის შემდეგ, ერთი ბორტი თბილისის ნაცვლად ბაქოში დაჯდა, ხოლო მეორე ისევ თბილისის ცაზე დაფრინავს. რაც შეეხება ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც ტაშკენტი-თბილისის რეისს ასრულებდა თბილისის ნაცვლად სოჭში დაეშვება.

იმავდროულად ყოვნდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგი ავიაკომპანიების აფრენებიც.