რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პრეტენზიები საქართველოს ბანკს, თიბისი ბანკსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციას.
„ძვირფასო ბანკებო საქართველოს ბანკი – თიბისი, ასწავლეთ თქვენს მომსახურე პერსონალს თბილისის აეროპორტში, ელემენტარული მომსახურების წესები. მაგალითად, ის, რომ აეროპორტი სამგზავრო დაწესებულებაა და პირველ რიგში უნდა მოემსახუროს მგზავრებს, ანუ მათ, ვისაც მომსახურებისთვის შეზღუდული დრო აქვს (თუ ვერ მიხვდნენ რატომ, აუხსენით მგზავრობა რას ნიშნავს), ანუ მათ, ვის გამოც ეს დაწესებულება – აეროპორტი – საერთოდ არსებობს, და შესაბამისად თქვენი ფილიალებიც მასში. აუხსენით, რომ აეროპორტში მდებარე კაფეების და მაღაზიების მთელი დღის ნავაჭრის ჩამბარებელი მოლარეების და მოვაჭრეების გრძელ რიგში არ შეიძლება მგზავრების ჩაყენება და თუ მაინცდამაინც ნავაჭრზე ორიენტირებულები ხართ და არა მგზავრებზე, გახსენით ფილიალი სადმე აეროპორტის ბექოფისში, და არა სამგზავრო არეალში.
ძვირფასო თბილისის აეროპორტის დირექციაც, სადმე, რომელიმე ქვეყნის რომელიმე აეროპორტში გინახავთ აეროპორტის კვების მომსახურების სერვისი (BTA) მგზავრთათვის განკუთვნილ სალაროებში აბარებდეს ნავაჭრს? ან საერთოდ მგზავრთათვის განკუთვნილი სივრცით და მომსახურებებით სარგებლობდნენ სერვისმენები?“, წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
მთავარი აეროპორტები ნიკა გვარამიას პრეტენზიები თიბისის, საქართველოს ბანკსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციას