ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაცნობისა და ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით, ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საელჩოში საქართველოს ზამთრის ტურიზმის შესახებ ღონისძიება “Georgia as a Ski Destination” გაიმართა.

ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუმრებს საქართველოს ზამთრის კურორტებისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიებას ტურისტული კომპანიების, სათხილამურო ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში  ნიდერლანდების სამეფოდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის 55%-იანი ზრდა შეინიშნება.