ჟენევაში საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) Corporate Value Chain Forum-ი გაიმართა, სადაც მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების, TMC-ების (travel management company) და ინდუსტრიის IT პროდუქტების მომწოდებლების წარმომადგენლებმა ავიაციის განვითარების სტრატეგიული საკითხები განიხილეს.
IATA-ს მონაცემებით, გლობალურმა სამგზავრო მიმოსვლამ პანდემიამდე დონეს მიაღწია და 2024 წლის ბოლომდე 2019 წელთან შედარებით 9,8%-ით გაიზრდება.
ამავდროულად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი გახდა ლიდერი ტურისტული ნაკადების მზარდი მიმართულებით: მოგზაურთა რაოდენობრივი ზრდა 2023 წელთან შედარებით 17,2%-ია. მეორე ადგილზეa ჩრდილოეთ ამერიკაა (+9,2%).
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავიაციო კონტენტის დისტრიბუციის ცვლილებას, რაც გულისხმობს მომხმარებელზე ორიენტირებულ ახალ მიდგომას მომხმარებლისა და მგზავრის გამოცდილების შესაქმნელად.
IATA-ს GTEC-ის (გლობალური მოგზაურობის აღმასრულებელი საბჭოს) კომიტეტის ექსპერტებმა, რომელშიც შედის უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს ტურისტული სააგენტოების 15 წარმომადგენელი, განიხილეს NDC (New Distribution Capability) პროექტის შემდეგი ეტაპი – One Order სისტემის გამოყენებით მუშაობის ახალ სტანდარტზე გადასვლა.
One Order-ის შესაბამისად, ფრენის დაჯავშნისას, ყველა დამატებითი მომსახურება და სერვისი, რომლებიც ამჟამად დაფიქსირებულია რამდენიმე სხვადასხვა დოკუმენტში, გაერთიანდება ერთ ჩანაწერში.
დღეს ავიაკომპანიები ახალი ამოცანის წინაშე დგანან. საუბარია ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციაზე, რომლებიც დაკავშირებულია კორპორატიული მომხმარებლებისთვის გაცემული დამატებითი სერვისების დოკუმენტურ მხარდაჭერასთან. არ დაგავიწყდეთ: კორპორატიული გაყიდვები არა მხოლოდ შეკვეთის ტრაფიკის მნიშვნელოვანი მოცულობაა, არამედ ყველაზე მაღალი high-yeld სეგმენტია.
დღეს, დამატებითი სერვისების კომპლექტის მოსახერხებელი ინტერფეისის მიღმა, არის უზარმაზარი დატვირთვა ოპერაციულ ერთეულზე, როგორც გადამზიდავების მხარეს, ასევე TMC მხარეს.
ამ პროცესების ოპტიმიზაცია არის ზრდის ახალი წერტილი ინდუსტრიისთვის და ბიზნეს ტურისტული ბაზრის ყველა მოთამაშისთვის.