1. უსაფრთხოება

ჯიბიდან ფული ალბათ ერთხელ მაინც ამოგვარდნია, ან საფულე ტაქსის უკანა სავარძელზე დაგრჩენია. ასეთი შემთხვევები რომ არ განმეორდეს, ქეშის ჯიბით ტარება მეტ სიფრთხილეს მოითხოვს შენგან. სულ ითვლი და იხსენებ, რამდენი გაანაღდე ბანკომატიდან წინა დღეს და მართლა ასე უცბად დახარჯე, თუ ერთ-ერთი გადახდისას ზედმეტი კუპიურა ხელს გააყოლე. თუ ფულს ბარათზე შეინახავ და მას სადმე დაკარგავ, სულ რამდენიმე წუთში შეძლებ დაბლოკვას და ზედმეტ თავის ტკივილსაც აირიდებ.

2. ბიუჯეტის კონტროლი

არსებობს ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ზუსტად ახსოვს რაში გადაიხადა ფული თვის, კვირის ან თუნდაც ერთი დღის მანძილზე? ალბათ ძალიან ცოტას აქვს ამის ნიჭი. არადა ბიუჯეტის კონტროლისა და შენი ხარჯების გაანალიზების გარეშე ფულის სწორად გადანაწილება არც ისე მარტივი საქმეა. ქეშის ბარათით ჩანაცვლება ბიუჯეტის კონტროლში დაგეხმარება. სულ რამდენიმე წამში შეხვალ აპლიკაციაში და მთელი თვის ხარჯებს ერთი ჩამოსქროლვით გადახედავ.

3. უნაღდო გადახდა მომგებიანია

რას იტყვი ფულის ხარჯვისას მის ნაწილს უკან რომ გიბრუნებდნენ? სფეის ბარათით ყოველ პარასკევს შეგიძლია მიიღო 150 ლარამდე. უბრალოდ გადაიხადე ხშირად სფეის ბარათით და 300 ლიდერს შორის მოხვედრის შემთხვევაში 5-დან 150 ლარამდე თანხას მოიგებ. ამასთან ერთად, სფეის ბარათით კვების ნებისმიერ ობიექტში გადახდილი ფულის 5%-ს მომენტალურად დაიბრუნებ, მათ შორის Wolt-ისა და Glovo-ს გამოძახების შემთხვევაშიც.

4. ნაკლები ბაქტერიები

უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ ფული ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი წყაროა. მათგან თავის დასაცავად ბარათით გადახდა მშვენიერი ალტერნატივაა. მითუმეტეს მაშინ, როცა უკვე უკონტაქტოდ, ბარათის Wallet-ში დამატებით, ან სტიკერით გადახდაც შესაძლებელია.

5. დისტანციური გადარიცხვა

თუ მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის ან კოლეგისთვის ფული გაქვს მისაცემი, თანხის გადარიცხვა ქეშის ხელში გადაცემის დისკომფორტსაც აგარიდებს თავიდან და პროცესსაც ბევრად გაგიმარტივებს. უბრალოდ მიუთითებ რომელი ბანკის ბარათიდან რომელ ბარათზე გინდა გადარიცხვა და სულ რამდენიმე წამში შენი ფული უკვე ადრესატის ბარათზე აღმოჩნდება. თუ სფეისის ბარათებს შორის, მესენჯერით ან მობილურის ნომრით გადარიცხვას გამოიყენებ, თანხა მომენტალურად ჯდება ნებისმიერი ბანკის ბარათზე 24/7-ზე.

წყარო: https://space.ge/