Myway Airlines-მა თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ქართული ავიაკომპანიის კუთვნილი Boing 737-800, ლეონარდო დავინჩის სახელობის აეროპორტში უკვე დაეშვა. საინაუგურაციო რეისის პირველ მგზავრებს ავიაკომპანიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ქართული ავიაკომპანია რომის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.
Myway Airlines-ი დღეს კიდევ ერთი საინაუგურაციო ფრენისთვის ემზადება. 18:10 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შესრულდება. თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხუთშაბათს და კვირას შესრულდება.