ავიაკომპანია Myway Airlines-მა, რაგბის კავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მორიგი ჩარტერული რეისი შეასრულა.
ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს წინა შეკრების კიდევ ერთი ეტაპი, თურქეთში დაასრულეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.
ავიაკომპანია რაგბის კავშირთან გასული წლის ოქტომბრიდან თანამშრომლობს და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გადაყვანა არაერთი მიმართულებით განახორციელა.
რაგბის კავშირის პარალელურად, ქართული ავიაკომპანია ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციასთანაც თანამშრომლობს.
ავიაკომპანია Myway airlines ეროვნული ნაკრების ოფიციალური გადამყვანია.