საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით სპეციალური რეისები დაინიშნა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air შემდეგი განრიგით განახორციელებენ:

13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – ვარშავა – თბილისი;
15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა – ქუთაისი – ბარსელონა (გაფრენა 16 ივლისი);
17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი – რომი – თბილისი;
22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი – პარიზი (ბოვე) – ქუთაისი;
28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი – ათენი – ქუთაისი
;

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს.