ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას 28 ოქტომბრიდან შეუდგება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეგულარული რეისები თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებაზე ყოველ ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება, ხოლო 20 ნოემბრიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

MyWay Airlines-ის განმარტებითვე, თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის რეისებზე ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 219 ლარიდან ხოლო ორი გზა – 409 ლარიდან იქნება.

ავიაკომპანია ფრენებს Boing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები არ ხორციელდება.

PS: აღნიშნული ფასები  MyWay Airlines-ის თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის რეისებზე 30 სექტემბრამდე შეძენილ ავიაბილეთებზე გავრცელდება. აღნიშნული ტარიფის მქონე ავიაბილეთების რაოდენობა კი შეზღუდულია. იჩქარეთ!