ავიაკომპანია Myway Airlines-ის კომერციულ დირექტორს იგორ აფციაურს, უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა უმასპინძლა. მხარეებმა გამართულ შეხვედრაზე პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს სიახლე, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
აღსანიშნავია, რომ Myway Airlines-ი თბილისიდან კიევის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისებს 5 ოქტომბრიდან იწყებს და ფრენებს  ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს განახორციელებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციითვე, 24 ოქტომბრიდან კი რეგულარული ფრენების განრიგს ოთხშაბათ დღე დაემატება