ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი ევროპის მიმართულებით იწყებს ფრენებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, MyWay Airlines-ი თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის თბილისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები არ ხორციელდება.
„28 ოქტომბრიდან MyWay Airlines თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენების შესრულებას იწყებს. რეისები კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს”, აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.