ავიაკომპანია Myway Airlines-ი, რომელიც ქართული ავიაბაზრის მოთამაშე რამდენიმე თვის წინ გახდა რამდენიმე თვიან ტაიმაუტს იღებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, Myway Airlines-ი ფრენებს მხოლოდ ზამთრის სანავიგაციო პერიოდში აჩერებს, ხოლო ფრენებს ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში განაახლებს. მიზეზად კომპანია მგზავრთნაკადის სიმცირეს ასახელებს. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ Myway Airlines-ი უკვე დაანონსებულ გეგმებზე უარს არ ამბობს და აპრილიდან ოპერირებას ყველა იმ მიმართულებაზე განაახლებს, რაზეც კომპანიას შესაბამისი ნებართვა უკვე აქვს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  Myway Airlines-თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს არ წყვეტს და აღნიშნული მიმართულებით ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო პერიოდშიც გააგრძელებს.