ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა, ქუვეითში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, ქუვეითში ოპერირებადი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, თბილისი – ქუვეითი – თბილისი და ბათუმი – ქუვეითი – ბათუმის მიმართულებით დაწყებული სერიული ჩარტერების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ავიაკომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით, პრეზენტაცია ჩაატარეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებმაც. საქართველოს წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა კი პირისპირ შეხვედრები გამართეს ქუვეითელ კოლეგებთან.
ღონისძიებას ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძეც ესწრებოდა.
ავიაკომპანია Myway airlines-მა ქუვეითის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი 6 ივლისს შეასრულა. თბილისი-ქუვეითი-თბილისის რეისი კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს შესრულდება. 25 ივლისიდან კი Myway Airlines- ი ჩარტერული რეისების შესრულებას ქუვეითის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყებს.
მთავარი ავიაკომპანიები Myway Airlines-ი ქუვეითის ბაზარზე აქტიურდება და რეისებს თბილისი გარდა ბათუმიდანაც განახორციელებს