ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოს ასამდე მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება.
აღნიშნული ფრენა, 1-ელ აპრილს ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. Myway Airlines-ში განმარტავენ, რომ 1-ელ აპრილს ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს.
მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 100 ევროს შეადგენს.

➡️ავიარეისზე ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაგვიკავშირდით:
✉️sales@mywayairlines.com
? +995 32 2 242000

?საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით ხელმღვანელობს.