მთავრობის მხრიდან უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და კერძო სექტორისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია, – ასე გამოეხმაურა თბილისში მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადის “ჩამოწერის” გადაწყვეტილებას. მაია მახათაძე ამბობს, რომ როდესაც ბიზნესს სტაბილური შემოსავალი არ აქვს მთავრობის მხრიდან, ასეთი ქმედება ძალიან დიდი შვებაა.
“მიმდინარე მოვლენების ფონზე ტურიზმის ბაზარი ჯერჯერობით ისევ არასტაბილურია, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ძალიან სენსიტიურია და ხშირია გაუქმებები. აქედან გამომდინარე, როდესაც სტაბილურად არ იკვეთება შემოსავლის წყარო, ასეთი მნიშვნელოვანი წვლილი იმაში, რომ შეღავათი შეიტანონ ქონების გადასახადის გადამხდელი იქნება თუ სხვა ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი, ბიზნესისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია”, აცხადებს მახათაძე.
ბიზნესის ამბობს, რომ გადასახადების გადახდის საშუალება არ ქონდათ, ასეთ დროს მსგავსი მექანიზმის ჩართვა ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
“საშუალოდ, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენიმე მილიონიანი ღირებულების ქონებისთვის ეს არის ნახევარი წლის შეღავათი თუნდაც სახელფასო, კომუნალური, ან სხვა ნებისმიერი მსხვილი გადასახადების გადახდისთვის, რომელიც მას ყოველთვიურად უწევდა”, აცხადებს “ადალოს” მენეჯერი. მაია მახათაძე თავის მაგალითზე ამბობს, რომ მსგავსი შეღავათით, რომელიც 2020 წლის ქონების გადასახადის პატიებას ითვალისწინებდა, მოახდინა მარაგების შევსება და მოემზადა ტურისტების დასახვედრად.
“2020 წელს ეს ისეთი რთული პერიოდი იყო და შეღავათი დაგვეხმარა შეგვევსო მარაგები და გარკვეული მომზადება მოგვეხდინა ტურისტების მისაღებად. ანუ ეს თანხა უკან ჩაბრუნდა, რათა მოვმზადებულიყავით და შეგძლებოდა ოპერირება”, აცხადებს მახათაძე.
რაც შეეხება არსებულ პროგნოზებს, სასტუმრო “ადალოს” მენეჯერი ამბობს, რომ ომის გამო ქვეყნის ტურიზმს უფრო ჯგუფური ტურები დააკლდება.
“საკმაოდ მზარდი დინამიკა იყო ომამდე და სხვათა შორის 5 წუთიანი ინტერვალი გვქონდა, როდესაც დაანონსდა რეგულაციების მოხნა და შემდეგ დაანონსდა ომის ქრონიკა. აქედან გამომდინარე, პატარა ინტერვალი გვქონდა, რომ ეს სიხარული შეგვეგრძნო და გეგმებიც განგვეხორციელებინა. თუმცა მაშინვე მოთხოვნების მზარდი დინამიკა იყო სახეზე. მოთხოვნები დღესაც ნარჩუნდება, თუმცა გარკვეული სიფრთხილით. ჩვენ არ ვართ დიდი ზომის სასტუმრო და ჩვენს შემთხვევაში ჯგუფური ტურიზმი არ არის ჩვენთვის ამინდის შემქმნელი.
წარმომიდგენია, სანომრო ფონდი სადაც 100-ზე მეტია მათთვის ჯგუფური ჯავშნები ერთობ მნიშვნელოვანია. შეიძლება ჯგუფური ჯავშნები ახლა ნაკლებად აქტუალური იყოს და ადამიანებმა ვერ გარისკონ და ვერ გაბედონ მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებები. თუ კი ომის ქრონიკები დასტაბილურდება სიტუაცია გამოსწორებისკენ წავა”, აცხადება მაია მახათაძე.