Economist Intelligence Unit-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, 2022 წელს საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი ვენაა. ამის შესახებ The Guardian- წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქმა ეს ტიტულს უკვე მესამედ დაიმსახურა. ვენა რეიტინგის სათავეში სტაბილური პირობების, კარგი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სისტემისა და კულტურისა და გართობის სფეროში მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო მოხვდა.

მეორე ადგილზე დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენია, მესამე კი შვეიცარიის ქალაქმა ციურიხმა და კანადურმა კალგარიმ გაინაწილეს.

საუკეთესო ათეულში ასევე შევიდნენ: ჟენევა (შვეიცარია), ფრანკფურტი (გერმანია), ამსტერდამი (ნიდერლანდები), ტორონტო (კანადა), ოსაკა (იაპონია), მელბურნი (ავსტრალია).

ბოლო ადგილი რეიტინგში კვლავ სირიის დედაქალაქ დამასკოს ხვდა წილად. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, წელს რეიტინგის ავტორებმა კიევი სიაში არ შეიყვანეს.

წყარო:იმედინიუსი