სასტუმროს ანალიტიკოსმა კომპანია STR-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სასტუმროების ფასები წელს ისევ გაიზარდა (და კვლავაც იზრდება).
ივლისში მსოფლიოში განსახლების საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) გაიზარდა 6.3%-ით. ევროპაში კიდევ უფრო მეტით, 13,4%-ით. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა იტალიაში (51%), დიდ ბრიტანეთში (31%), ესპანეთში (30%) და გერმანიაში (18%).
და მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრია აღდგა, სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი პანდემიამდე მაჩვენებლებთან შედარებით ჯერ კიდევ დაბალია, დაახლოებით 4%-ით.
2022 წლის ივლისთან შედარებით ვითარება მხოლოდ 0,7%-ით გაუმჯობესდა.
STR ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ფასები უფრო ზომიერი იქნება და ფასები მნიშვნელოვნად არ უნდა გაიზარდოს.