საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პრესრელიზში ნათქვამია, რომ სექტემბერში მსოფლიო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა წლიური თვალსაზრისით 57%-ით გაიზარდა.

იმავდროულად, მხოლოდ საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა სექტემბერში 122,2%-ით გაიზარდა, შიდა – 6,9%-ით.

ასევე, IATA-ს მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (138,36%) და აფრიკაში (89,2%).

მაჩვენებელმა ასევე მკვეთრად მოიმატა ევროპაში (60.4%), აზია-წყნარი ოკეანის (51.9%) და ლათინურ ამერიკაში (47.8%). სამგზავრო საჰაერო გადაზიდვებში ყველაზე მცირე ზრდა აჩვენა ჩრდილოეთ ამერიკამ – 39,7%.