მსოფლიოს მასშტაბით სამგზავრო ავიაგადაზიდვების სრულმასშტაბიანი აღდგენის პროცესი თანდათან უფრო ნეგატიურ ხასიათს იღებს.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) პროგნოზირებს, რომ ავიაგადაყვანები ძველ ნიშნულს 2024 წელს თუ დაუბრუნდება, ხოლო Moody`s-ის ანალიტიკოსების გათვლებით, 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნება 2023 წლისთვის მოხერხდება.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ივნისში მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 86.5%-ითაა შემცირებული. რაც თავის მხრივ მაისის მონაცემებთან შედარებით გაუმჯობესებაა, რადგანაც 2020 წლის მაისი 2019 წლის მასთან შედარებით მსოფლიოში მგზავრთნაკადი 91%-ით იყო შემცირებული. 

IATA-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საჰაერო მიმოსვლის ნელი აღდგენის მიზეზად დასახელებულიავCOVID-19-ის გავრცელების დონე აშშ-ში და სხვა განვითარებას ქვეყნებში. 

IATA-ს განმარტებით ზოგიერთ ქვეყანაში გახანგრძლივებული და ზოგგანაც ხელახლა დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად მოქმედებს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივებზე.