როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) იტყობინება, ივლისში საჰაერო გადაზიდვების გლობალური მოცულობა წლიურ ჭრილში 5.5%-ით გაიზარდა, ივნისის 0.6%-იანი ზრდის შემდეგ.
IATA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტვირთებზე მოთხოვნის ზრდა ასახავს სატვირთო გადაზიდვების ბაზრის აღდგენას სავაჭრო ომის ფონზე. საერთაშორისო საჰაერო ტვირთების მოცულობა ივლისში 6%-ით გაიზარდა.
ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+11.1%), ასევე აფრიკაში(+9.4%) და ევროპაში (+4.1%). უფრო მოკრძალებული ზრდა აღინიშნა ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში (+2.4%), ახლო აღმოსავლეთში (+2.6%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (+0.7%).
IATA-ს ხელმძღვანელის, ვილი უოლშის თქმით, ზრდა დაფიქსირდა ძირითადი სავაჭრო მარშრუტების უმეტესობაზე, ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა: აზია-ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულება, სადაც მოთხოვნა 1%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით.
უოლში ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებების გავლენა, სავარაუდოდ, აგვისტოში უფრო თვალსაჩინო გახდება. თუმცა, მან ხაზი გაუსვა ევროპა-აზიის სავაჭრო მარშრუტის მნიშვნელობას, რომელზეც საჰაერო გადაზიდვების მეხუთედი მოდის და სადაც ივლისში წლიურ გამოხულებაში 13.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკვე 29 თვის უწყვეტი ზრდაა.












