მსოფლიოში საჰაერო ტვირთების გადაზიდვების მაჩვენებელი 2021 წლის ოქტომბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,4%-ით გაიზარდა, აღნიშნულია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სექტემბერში ზრდამ 9.1% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ოქტომბერში 2020 წლის ოქტომბრამდე ინდიკატორის ზრდა 13.5%-ით არის შეფასებული.
“ოქტომბრის მონაცემები ასახავს საჰაერო ტვირთების საერთო პოზიტიურ პერსპექტივას“, – თქვა IATA-ს ხელმძღვანელმა ვილი უოლშმა. ამავდროულად, უოლშმა აღნიშნა, რომ მთავრობების რეაქცია ომიკრონის შტამზე შემაშფოთებელია, რადგან თუ ეს გადაზიდვებზე მოთხოვნას შეზღუდავს, დატვირთვის პრობლემები უფრო მწვავე გახდება.
IATA-ს მონაცემებით, ოქტომბერში “კოვიდამდელ” ოქტომბერთან შედარებით საჰაერო ტვირთების ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში (25.9%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (18.6%). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე ახლო აღმოსავლეთში (9.4%) და ევროპაში (9%). აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ზრდამ 3,6% შეადგინა, ხოლო ლათინურ ამერიკაში 5,8%-ით კლება დაფიქსირდა.
კერძოდ, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით 10,4%-ით, ხოლო 2020 წლის ოქტომბრისთვის 16,4%-ით გაიზარდა.