ავსტრალიის პერტის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აანთო ქალაქში ახალი მაღლივი კორპუსის მშენებლობას. დასრულების შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მაღალი ჰიბრიდული ხის კოშკი მსოფლიოში.

დაგეგმილია, რომ შენობის სიმაღლე 191,2 მეტრი იქნება, რაც ორჯერ აღემატება ამჟამინდელ “რეკორდსმენს” Ascent Tower-ს. ირკვევა, რომ შენობის კონსტრუქციისთვის გამოყენებული იქნება ფოლადი, ხოლო სხვა ყველაფრისთვის – ხე.

50-სართულიან კოშკში 200-მდე ბინა განთავსდება. შესასვლელთან პარკის გაკეთებასაც გეგმავენ. სახურავზე იქნება ბაღი და ურბანული ფერმა. C6 იქნება ემისირებული ნახშირბადის შთამნთქმელი პირველი საცხოვრებელი კორპუსი დასავლეთ ავსტრალიაში. თუმცა როდის დაიწყება მისი მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება ჯერჯერობით უცნობია.

”მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი,” – ამბობს ფილიპ ოლდფილდი, არქიტექტურის ასოცირებული პროფესორი და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის აშენებული გარემოს სკოლის ხელმძღვანელი. ”ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ხისგან ავაშენოთ კიდევ ბევრი ჩვენი შენობა.”