თითქმის ათწლეულის ლოდინის შემდეგ, ავსტრალიური გადამზიდავის Qantas-ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენა 2026 წელს დაიწყება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს ერთ მოგზაურობაში მზის ორი ამოსვლა განიცადონ. 2017 წელს გამოცხადებული მარშრუტი სახელწოდებით Project Sunrise დააკავშირებს სიდნეის ლონდონსა და ნიუ-იორკს. მარშრუტის დაწყება Covid-პანდემიის გამო გადაიდო.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენა 19-დან 22 საათამდე გაგრძელდება. ამავდროულად, ის შეამცირებს ფრენის დროს ოთხ საათამდე არსებულ მარშრუტებთან შედარებით, რომლებიც საჭიროებენ ერთ ტრანსფერს.

Project Sunrise-ის დაწყების შემდეგ, ავიაკომპანია ელოდება წლიური შემოსავლის 521 მილიონ ავსტრალიურ დოლარზე მეტით ზრდას. ამისათვის კი ავიაკომპანია  დახარჯავს 1,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს ათეულ Airbus A350-1000-ზე, რომლებიც ჯერ კიდევ 2022 წელს შეუკვეთა. ამ პროექტში Boeing-ს, Airbus-მა აჯობა და წარმოადგინა Qantas-ის “ყველაზე დიდი მანძილის თვითმფრინავი”, რომელიც აღჭურვილია დამატებითი საწვავის ავზებით და მოწინავე ტექნოლოგიებით.
თვითმფრინავის ექვსი დახურული პირველი კლასის ლუქსი მგზავრებს 50 პროცენტით მეტ სივრცეს შესთავაზებს, ვიდრე ამჟამინდელი მოდელები. ასევე მგზავრებს უზრუნველყოფილი აქვთ საწოლები, დასაკეცი სავარძლები, 32 დიუმიანი სენსორული ეკრანები, ასევე მოქნილი სამუშაო და სასადილო ადგილები და გარდერობიც კი.

გარდა ამისა, თვითმფრინავს ექნება 52 ბიზნეს ლუქსი, 40 პრემიუმ ეკონომ კლასის ადგილი და 140 ფართო ეკონომ კლასის ადგილი.