მსოფლიოში ყველაზე დიდმა საჰაერო სამგზავრო ხომალდებმა – Airbus A380 – ფრენები შეაჩერეს. COVID-19-ის გამო გამოწვეული კრიზისის ფონზე მიმდინარე კვირაში, ცაში მხოლოდ 6 ერთეული Airbus A380 აფრინდა. 

COVID-19-ის პანდემიამ ყველა ავიაკომპანია დააზარალა. ავიაკომპაბიები იძულებულნი არიან მხოლოდ მიზერული რაოდენობის ავიარეისები განახორციელონ, საიდანაც უმეტესობა სპეცრეისები ან სატვირთო რეისებია, რომლითაც სამედიცინო პროდუქციის ტრანსპორტირებას ეწევიან

ფრენების არსებული გრაფიკის მიხედვით, Airbus A380-ით ფრენები ფაქტობრივად აღარ სრულდება. Flightradar24-ში აცხადებენ, რომ ორსართულიან Airbus A380-ით ფრენაზე მოთხოვა აღარ არსებობს, რადგანაც მგზავრების რაოდენობა მცირეა და რეისზე აღნიშნული მოდიფიკაციის საჰაერო ხომალდის გაშვება დიდი ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ამიტომაც Airbus A380-ები იძულებით კარანტინში იმყოფებიან.