Euromonitor International-ის მონაცემებით, მოგზაურთა თითქმის 80% გადაიხდის მინიმუმ 10%-ით მეტს მდგრადი მოგზაურობისთვის, მიუხედავად კრიზისისა. მოგზაურთა თითქმის 40%-ს ასევე სურს გადაიხადოს 30%-ზე მეტი სათავგადასავლო და ეკოტურიზმისთვის, იტყობინება Voice of the Consumer: Lifestyles Survey, რომელიც ციტირებულია Euromonitor-ის მიერ მდგრადი მოგზაურობის ინდექსში 2023 (Sustainable Travel Index 2023).
ინდექსში ევროპა დომინირებს: რეგიონის ქვეყნები პირველ 17 ადგილს იკავებენ. პირველ ადგილზეა შვედეთი, შემდეგ მოდის ფინეთი, მესამეზეა ავსტრია. პირველად ურუგვაი მოხვდა ტოპ 20-ში და წინა წელთან შედარებით 15 პოზიციით დაზინაურდა.
ეგვიპტემ და მალდივებმა აჩვენეს ყველაზე მეტი პროგრესი მდგრადი ტურიზმში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
მდგრადი მოგზაურობის მოთხოვნის თვალსაზრისით, ავსტრალია, ისლანდია და ახალი ზელანდია ლიდერობენ. მელბურნი ლიდერობს საუკეთესო მწვანე ქალაქების სიაში, 2040 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევის ამბიციური მიზნით.
„ჩვენი მდგრადი ტურიზმის ინდექსი ეფუძნება 56 ინდიკატორს შვიდ ძირითად მიმართულებაში“, – თქვა კაროლინ ბრემნერმა, Euromonitor International-ის ტურიზმის ხელმძღვანელმა. მათ შორისაა ეკოლოგია, სოციალური სფერო, ეკონომიკა, რისკები, მოთხოვნა, ტრანსპორტი და საცხოვრებელი“.