მსოფლიოს ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი 2024 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,4%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.
არსებული სტატისტიკით ავიაკომპანიების დატვირთულობის მაჩვენებელმა 82,3% შეადგინა.
ევროპაში ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი იანვარ-ივნისის პერიოდში 10,1%-ით გაიზარდა, ჩრდილოეთ ამერიკაში – 6,4%-ით, ლათინურ ამერიკაში – 9,6%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 22,4%-ით, აფრიკაში – 15,9%-ით, ახლო აღმოსავლეთში – 13,3%-ით.
IATA წარმოადგენს 320 ავიაკომპანიას მთელი მსოფლიოდან, რომლებიც გლობალური საჰაერო მიმოსვლის დაახლოებით 83%-ს შეადგენს.