მსოფლიოს უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Southwest Airlines-ი 2 წლის განმავლობაში 17 მლნ მგზავრს ისეთი თვითმფრინავებით მოემსახურა, რომელთაც აუცილებელი ტექნიკური მომსახურების დოკუმენტური დასაბუთება არ ქონდათ. 

აღნიშნულის შესახებ საუბარია აშშ-ს ტრანსპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებული აუდიტის ანგარიშის პირველად ვერსიაში, რომელიც The Wall Street Journal- ისთვის.გახდა ხელმისაწვდომი. ანგარიში ასევე გაკრიტიკებულია ავიაკომპანიების ზედამხედველობა აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA).
სამინისტროს აუდიტმა გამოავლინა, რომ პრობლემა 88 ერთეულ Boeing 737-ს აქვს, რომელიც ამერიკულმა “ლოუქოსტერმა” 2013-2017 წლებში მიიღო.

FAA-მ 2019 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ავიაკომპანიის 39 თვითმფრინავის ინსპექციამ გამოავლინა, რომ არ იყო დოკუმენტირებული / ან არასწორად იყო დოკუმენტირებული ინფორმაცია სარემონტო სამუშაოების შესახებ. 

საპასუხოდ ავიაკომპანიაში განმარტეს, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სტანდარტების დაცვაში იყო დაშვებული შეცდომები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. 

Southwest Airlines-მა შემოწმების შედეგებთან უთანხმოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ასევე გენერალური ინსპექტორის ოფისს, ორგანოს, რომელიც ტრანსპორტის სამინისტროს საქმიანობას უწევს მონიტორინგს. 

ავიაკომპანიის თქმით, მან უკვე ჩაუტარა შემოწმება 75 საჰაერო ხომალდს და ამ დროისათვის შემოწმებას გადის 13 თვითმფრინავი.

Southwest Airlines- ი ხაზს უსვამს იმას, რომ წინა მფლობელებმა მოთხოვნის შესაბამისად დადგენილი რემონტები განახორციელეს, თუმცა მათი დოკუმენტირება ენობრივი განსხვავებულობის გამო სწორად ვერ მოახდინეს.