მსოფლიოს წამყვანი სატვირთო ავიაკომპანიები თუ გადამზიდავები სტამბოლის ახალი აეროპორტით ინტერესდებიან. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო გიგანტებმა UPS-მა, DHL-მა და FedEx-მა ახალ აეროპორტში ტერიტორიის იჯარით აღებაზე განაცხადი უკვე შეიტანეს.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა მისდამი დიდი მოთხოვნა უკვე არსებობს.

სტამბოლის მესამე, ახალი აეროპორტის ოფიციალური გახსნა 29 ოქტომბერსაა დაგეგმილი.