სასტუმროს ფასები მსოფლიოს მთავარ მეგაპოლისებში ახლა “უფრო ზომიერი ტემპით” იზრდება, ვიდრე წინა ორი წლის განმავლობაში. ამის შესახებ HotelHub-ის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სასტუმრო ნომრების საშუალო ღირებულებამ 189 დოლარი შეადგინა, რაც 3.6%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაგრამ ეს ზრდა გაცილებით დაბალი იყო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურად 9,6%-ით გაიზარდა.
ევროპაში, მეორე კვარტალში, სასტუმროში ღამისთევა საშუალოდ $176 შეადგენდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის სასტუმროებს ყველაზე მაღალი რეგიონული მაჩვენებელი 218$ ჰქონდათ.
„საცხოვრებლის ფასები ბევრ დიდ ქალაქში რჩება გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე მაღალი, მაგრამ მთლიანობაში წინა პერიოდებში დაფიქსირებული დინამიკა ნელდება“, – ნათქვამია HotelHub-ის ანგარიშში, რომელიც ეფუძნება პლატფორმის მეორე კვარტალში განხორციელებული 2 მლნ ჯავშნის ანალიზს .
HotelHub-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ მეორე კვარტალში დაჯავშნის მოცულობა 7%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ფინანსური და გეოპოლიტიკური კლიმატი გავლენას არ ახდენს კორპორატიულ მოგზაურობის პოლიტიკაზე“.
„გამამხნევებელია სასტუმროს ფასების ზრდის შენელების ნიშნების დანახვა, მაგრამ გლობალური ეკონომიკა კვლავ გაურკვევლობაშია“, – თქვა პოლ რეიმონდმა, სასტუმრო HotelHub-ის განვითარების დირექტორმა.