საავიაციო ინდუსტრიის პორტალმა Airline Ratings.com-მა 2023 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-25 გამოაქვეყნა. როგორც რეიტინგის შეჯამებაშია ხაზგასმული, ის შედგენილია 12 კრიტერიუმის ანალიზის საფუძველზე, მათ შორისაა ფლოტის ასაკი, მგზავრთა გამოხმაურება, მომგებიანობა, მარშრუტების ქსელის განვითარება, უსაფრთხოების შესრულება, ინოვაცია და ა.შ.
რეიტინგის თანახმად, 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად Air New Zealand დასახელდა. ფაქტორებს შორის, რამაც იგი მსოფლიო ლიდერობამდე მიიყვანა, არის მარშრუტების ქსელის სწრაფი აღდგენა კორონავირუსული პანდემიის შემდეგ და ინოვაციების დანერგვა. კერძოდ, წელს აღსანიშნავია მისი Sky Nest ეკონომ კლასი, რომელშიც გამოჩნდა საძილე კაფსულები. ეს ინოვაცია მომავალი წლის სექტემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ულტრაგრძელი ფრენების მგზავრებისთვის. Air New Zealand ასევე გამარჯვებული იყო საუკეთესო ეკონომ კლასის კატეგორიაში.
Qatar Airways-მა გლობალურ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა ფაქტორების ერთობლიობის მიხედვით. წინა ორ წელიწადში კატარული ავიაკომპანია რეიტინგის სათავეში იყო, წელს კი Qatar Airways-ი მეორე ადგილზე გავიდა. Qatar Airways-მა ზედიზედ მეოთხე წელია მოიგო საუკეთესო ბიზნეს კლასისა და საუკეთესო ბორტკვდბის ჯილდოები.
2023 წელს TOP-25 საუკეთესო ავიაკომპანია მსოფლიოში:
- Air New Zealand
- Qatar Airways
- Etihad Airways
- Korean Air
- Singapore Airlines
- Qantas
- Virgin Australia/Virgin Atlantic
- EVA Air
- Cathay Pacific Airways
- Emirates
- Lufthansa/Swiss
- SAS
- TAP Portugal
- All Nippon Airways
- Delta Air Lines
- Air Canada
- British Airways
- Jet Blue
- JAL
- Vietnam Airlines
- Turkish Airlines
- Hawaiian
- KLM
- Alaska Airlines
- United Airlines