კოპენჰაგენში დაფუძნებული რესტორანი Alchemist საკუთარი სერვისის გაშვებას კოსმოსის პირას აპირებს. პროექტი კომპანია SpaceVIP-თან ერთად განხორციელდება. პირველი რეისი 2025 წელს იგეგმება.
სტუმრები 30 კილომეტრზე მეტს გაივლიან სტრატოსფეროში ზეწოლის ქვეშ მყოფი კაფსულით, სადაც ისინი ივახშმებენ და ამომავალი მზის ხედებით დატკბებიან. პირველი ექსპედიციისთვის ექვს მონაწილეს ეძებენ. ბილეთის ფასია $495,000 (მთელი თანხა გადადის Space Prize Foundation-ში, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში).
რესტორნის შეფ-მზარეული რასმუს მუნკი სტუმრებს საუკეთესო ალქიმიკოსის ტრადიციებით მოამზადებს. გვპირდება ჩვენი პლანეტის ამბის მოყოლას „ჰოლისტური სამზარეულოს ენით“. „ჩემთვის პატივია ვიყო იმ გამოცდილების ნაწილი, რაც, მჯერა, იქნება ტრანსფორმაციული, ცხოვრებაში ერთხელ გამოცდილება“, – ამბობს მუნკი.
Alchemist არის ცნობილი რესტორანი კოპენჰაგენიდან მიშლენის ორი ვარსკვლავით, რომელიც არაერთხელ იქნა აღიარებული მსოფლიოში საუკეთესოდ. იგი ეფუძნება გურმანულ სამზარეულოს “საჭმელი გამოცდილებით”.