ავსტრალიური ვებგვერდის AirlineRatings-ის მიხედვით, 2025 წელს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიებს შორის Air New Zealand (ახალი ზელანდია) და Qantas-ი (ავსტრალია) ლიდერობენ. ეს კომპანიები მუდმივად იკავებენ პირველ პოზიციებს რეიტინგში მათი უნაკლო რეპუტაციისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების გამო.

რეიტინგში მესამე ადგილი სამმა ავიაკომპანიამ გადაინაწილა: Cathay Pacific, Qatar Airways და Emirates.

AirlineRatings-ის აღმასრულებელი დირექტორის შერონ პეტერსონის თქმით, „ეს განპირობებულია უსაფრთხოების თანაბარი მაჩვენებლებით, ფლოტის ასაკით, პილოტების მომზადებისა და ინციდენტების სიხშირით“.

ტოპ ათეულში მოხვდნენ:

4. Virgin Australia

5. Etihad Airways

6. ANA

7. EVA Air

8. Korean Air

9. Alaska Airlines

10. Turkish Airlines.

რეიტინგი ეფუძნება 385 ავიაკომპანიის ანალიზს მთელს მსოფლიოში. შეფასების პარამეტრები მოიცავს სერიოზულ ინციდენტებს ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფლოტის ასაკსა და ზომას, ავარიების და დაღუპულთა რაოდენობას, ფინანსურ სტაბილურობას, ICAO-ს მოთხოვნებთან შესაბამისობას და პილოტების მომზადების დონეს.

წელს რეიტინგში პირველად მოხვდნენ Iberia (ესპანეთი) და Vietnam Airlines-ი. გარდა ამისა, ათეულში მოხვდა Korean Air. თუმცა, უსაფრთხოების მაღალი დონის მიუხედავად Singapore Airlines და KLM წლის განმავლობაში მომხდარი რამდენიმე ინციდენტის გამო ნუსხაში ვერ მოხვდნენ.

2018-დან 2022 წლამდე, საავიაციო სიკვდილის გლობალური რისკი იყო 1 13,7 მილიონიდან, რაც ხაზს უსვამს საჰაერო მოგზაურობის უსაფრთხოების მაღალ დონეს.

2025 წლის 25 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიის სრული ჩამონათვალი:

1. Air New Zealand

2. Qantas

3. Cathay Pacific, Qatar Airways, Emirates

4. Virgin Australia

5. Etihad Airways

6. ANA

7. EVA Air

8. Korean Air

9. Alaska Airlines

10. Turkish Airlines

11. TAP

12. Hawaiian Airlines

13. American Airlines

14. SAS

15. British Airways

16. Iberia

17. Finnair

18. Lufthansa, Swiss

19. Japan Airlines

20. Air Canada

21. Delta Airlines

22. Vietnam Airlines

23. United Airlines