პორტალმა AirlineRatings.com-მა, რომელიც მსოფლიოს ავიაკომპანიების უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს აფასებს, 2026 წლის მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევამ გამოავლინა ის ავიაკომპანიები, რომლებიც ყველაზე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ ფრენის უსაფრთხოების კუთხით.

რეიტინგის სათავეში წელსაც ავსტრალიური Qantas მოექცა. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ავიაკომპანიის განსაკუთრებულ ყურადღებას ტექნიკური ინოვაციებისადმი და პილოტების მომზადების უმაღლეს დონეს.

საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ:

Air New Zealand

Etihad Airways

Qatar Airways

Emirates

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ავიაკომპანიების ავარიულობის მაჩვენებლები ბოლო 5 წლის განმავლობაში, სერიოზული ინციდენტები ბოლო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო აუდიტის შედეგები და ავიაპარკის ასაკი.

რეიტინგში ცალკე გამოვლინდნენ ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი გადამყვანებიც. ამ სიაში ლიდერობენ JetStar, easyJet და Ryanair.

ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ავიაკომპანიას ყოველდღიურად აქვს მცირე ტექნიკური შეფერხებები, სწორედ ამ პრობლემებზე რეაგირების ხარისხი და პრევენციული ზომები განასხვავებს ყველაზე უსაფრთხო კომპანიებს სხვებისგან.