საავიაციო უსაფრთხოების შემფასებელმა ორგანიზაციამ AirlineRatings.com-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო სრული სერვისის ავიაკომპანიების 2025 წლის რეიტინგი. გასული წლის გამარჯვებულმა Air New Zealand-მა ზედიზედ მეორე წელია შეინარჩუნა პირველი ადგილი.

ახალი ზელანდიის ეროვნული გადამზიდავი მხოლოდ მცირედით უსწრებს ავსტრალიურ Qantas-ს, რომელიც მეორე ადგილზეა. AirlineRatings.com-ის აღმასრულებელი დირექტორის, შერონ პეტერსენის თქმით, ავიაკომპანიებს მხოლოდ 1.50 ქულა აშორებდათ, და Air New Zealand-ის უპირატესობა უფრო ახალგაზრდა ფლოტმა განაპირობა.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტორების მთელი რიგი, მათ შორის:

  • სერიოზული ინციდენტები ბოლო ორი წლის განმავლობაში;
  • ფლოტის ასაკი და ზომა;
  • ინციდენტების სიხშირე და ფატალური შემთხვევები;
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და აუდიტები;
  • პილოტების უნარები და მომზადების დონე.

2025 წლის 25 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიის სრული სია:

  1. Air New Zealand
  2. Qantas
  3. Cathay Pacific; Qatar Airways; Emirates
  4. Virgin Australia
  5. Etihad Airways
  6. ANA
  7. EVA Air
  8. Korean Air
  9. Alaska Airlines
  10. Turkish Airlines (THY)
  11. TAP Portugal
  12. Hawaiian Airlines
  13. American Airlines
  14. SAS
  15. British Airways
  16. Iberia
  17. Finnair
  18. Lufthansa/Swiss
  19. JAL
  20. Air Canada
  21. Delta Airlines
  22. Vietnam Airlines
  23. United Airlines.