Turbli.com-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ტურბულენტური საჰაერო მარშრუტია მენდოზადან (არგენტინა) სანტიაგომდე (ჩილე) რეისი. რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა გააანალიზეს 10000 ფრენის მონაცემები, რომლებიც აკავშირებს მსოფლიოში 550 მთავარ აეროპორტს.
ტურბულენტობის ინტენსივობის საზომი „გრიგალის გაფანტვის სიჩქარის“ (eddy dissipation rates, EDR) შეფასებით, ანალიტიკოსებმა გამოავლინეს ყველაზე რთული ფრენები.
სხვათა შორის, ეს არ არის ერთადერთი “რთული” ფრენა სამხრეთ ამერიკაში, რომელიც სიის სათავეში მოექცა. ასევე არის რეისი კორდობადან სანტიაგოში, მენდოზადანსალტაში, მენდოზადან სან კარლოს დე ბარილოჩეში (ყველა დანიშნულების ქალაქი არგენტინაშია). მეხუთე ყველაზე ტურბულენტური მარშრუტი მსოფლიოში არის ფრენა კატმანდუდან, ნეპალიდან ლასაში, ჩინეთი, ჰიმალაის გადაკვეთით.
ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე ტურბულენტური მარშრუტი იყო ალბუკერკიდენვერამდე, რასაც მოჰყვა დენვერი ჯექსონ ჰოლემდე.
ევროპაში ყველაზე რთული მარშრუტი ნიცადან ჟენევამდეა, ხოლო ოკეანიაში – კრაისტჩერჩიდან ველინგტონამდე – ახალ ზელანდია.
შორ მანძილზე ფრენებს შორის ყველაზე რთული მარშრუტია ნაირობიდან სეპანგამდე.
ტურბულენტობისგან არც აეროპორტები არიან დაზღვეული. ჩილეს სანტიაგო მსოფლიოში ყველაზე ტურბულენტურ აეროპორტად დასახელდა. მას მოსდევს მენდოზას, სალტას, კატმანდუსა და ლასას ჰაბები.
ჩრდილოეთ ამერიკაში, დენვერის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერია ტურბულენტობის თვალსაზრისით. ევროპაში ყველაზე ტურბულენტური აეროპორტი არის ტურინი იტალიაში. ტოპ-10 ში შედის ასევე მილანი, ჟენევას და ციურიხის აეროპორტები.
აღსანიშნავია, რომ ტურბულენტობა სულ უფრო სერიოზული პრობლემა ხდება საჰაერო მოგზაურთათვის, რადგან გლობალური დათბობა ატმოსფერულ არასტაბილურობას ზრდის.
რედინგის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ 1979 წლიდან ტურბულენტობა 55%-ით გაიზარდა, რაც ამ რეიტინგებს დღევანდელი საჰაერო მოგზაურებისთვის კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.