მსოფლიოში ყველაზე ტურბულენტურ ფრენის მარშრუტები ცნობილია. მონაცემები ეყრდნობა Turbli-ს (ტურბულენტობის პროგნოზირების პლატფორმა) ბოლო კვლევებს, რომელმაც 10,000-ზე მეტი მარშრუტი გააანალიზა.
კვლევის მიხედვით, პირველ ადგილებს იკავებს მარშრუტები, რომლებიც გადის მაღალმთიან რეგიონებზე, როგორიცაა ანდები და ჰიმალაები.
მენდოსა (არგენტინა) — სანტიაგო (ჩილე): ეს რეისი უკვე რამდენიმე წელია ლიდერობს. მიზეზი ანდების მთების თავზე გადაფრენაა, სადაც ჰაერის მასების შეჯახება ძლიერ რყევებს იწვევს.
- სინინი (ჩინეთი) — ინჩუანი (ჩინეთი)
- ჩენგდუ (ჩინეთი) — სინინი (ჩინეთი)
- კორდობა (არგენტინა) — სანტიაგო (ჩილე)
- სანტა-კრუსი (ბოლივია) — სანტიაგო (ჩილე)
- ჩენგდუ (ჩინეთი) — ლანჯოუ (ჩინეთი)
- მენდოსა (არგენტინა) — სალტა (არგენტინა)
- ჩენგდუ (ჩინეთი) — ინჩუანი (ჩინეთი)
- სინინი (ჩინეთი) — ლჰასა (ტიბეტი)
- დენვერი (აშშ) — ჯექსონი (აშშ)
რეგიონების მიხედვით:
ევროპა: ყველაზე ტურბულენტურად მიჩნეულია რეისები ალპების თავზე, მაგალითად: მილანი — ჟენევა და მილანი — ციურიხი.
აშშ: ლიდერობს მარშრუტები კლდოვანი მთების (Rocky Mountains) გარშემო. განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქი დენვერი, რომელიც თითქმის ყველა „ბამპიერ“ (რყევად) სიაში ხვდება.
რატომ ხდება ტურბულენტობა?
როდესაც ქარი მთებს ეჯახება, ჰაერის ნაკადები მაღლა იწევა და წარმოქმნის ტალღებს, რაც თვითმფრინავის რყევას იწვევს.
ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური დათბობის გამო „მოწმენდილი ცის ტურბულენტობა“ (Clear-air turbulence) საგრძნობლად გახშირდა, რადგან რეაქტიული ნაკადები (Jet streams) უფრო არასტაბილური გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტურბულენტობა თვითმფრინავისთვის საშიში არ არის, მგზავრებისთვის ტრავმის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა უსაფრთხოების ღვედის მუდმივად შეკვრაა, მაშინაც კი, როცა ტაბლო ჩამქრალია.












