Booking.com-მა Traveller Review Awards-ზე წარმოადგინა მსოფლიოს 10 ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქი, თუმცა არც ისე ცნობილი და რეკლამირებული.
სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო 360 მილიონი დამოწმებული ტურისტული მიმოხილვა, რომლებიც აფასებდნენ დანიშნულების ადგილს განსახლების ვარიანტების, გართობისა და მოგზაურთა კომფორტის თვალსაზრისით.
პირველ ადგილს სიგირია იკავებს – უძველესი კლდოვანი ქალაქი-სიმაგრე, რომელიც აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ის მდებარეობს ქალაქთან შრი-ლანკაში ქვეყნის ეგრეთ წოდებულ „კულტურულ სამკუთხედში“. მოგზაურთა მიმოხილვებისმიხედვით, Sigiriya გთავაზობთ „თავგადასავლებისა და სიმშვიდის დაუვიწყარ კომბინაციას“.
Booking.com-ის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქები:
1. სიგირია, შრი-ლანკა;
2. კასორლა, ესპანეთი;
3. ურუბიჩი, ბრაზილია;
4. ტაუპო, ახალი ზელანდია;
5. წმინდა ავგუსტინე, აშშ;
6. ორვიეტო, იტალია;
7. მანიზალესი, კოლუმბია;
8. კვედლინბურგი, გერმანია;
9. კო ლანტა, ტაილანდი;
10. ჩესტერი, დიდი ბრიტანეთი.