მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ქალაქად, ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი დასახელდა. 1 წლის განმავლობაში ბანგკოკს 23 მლნ ტურისტი ეწვია, რომლებმაც ეკონომიკას 20 მლრდ დოლარი დაუტოვა.
Mastercard’s 2019 Global Destination Cities Index-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ქალაქების რეიტინგში მეორე ადგილზეა პარიზი, რომელსაც 2018 წელს 19 მლნ ტურისტი ეწვია, ხოლო მათმა წვლილმა ეკონომიკაში 14 მლრდ დოლარი შეადგინა.
ყველაზე პოპულარული ქალაქების TOP-10-ში მესამეა ადგილზეა ლონდონი, 19 მლნ ტურისტითა და ამ ტურისტებიდან 16.5 მლრდ დოლარიანი შემოსავლებით.
Mastercard’s 2019 Global Destination Cities Index-ის მიხედვით, 2018 წელს ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარული ქალაქები TOP-10-ში ორი თურქული ქალაქია: სტამბოლი და ანტალია, რომელსაც თავის მხრივ თურქეთის ტურისტული და კულტურული დედაქალაქ(ებ)ის სტატუსი დიდი ხანია აქვთ.
ყველაზე მონახულებადი ქალაქების TOP-10-შია ასევე: დუბაი, სინგაპური, კუალა-ლამპური, ნიუ-იორკი, სტამბოლი, ტოკიო და ანტალია.