ბელგიის უმსხვილესი ავიაკომპანია Brussels Airlines-ი 2024 წელს მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა, ხოლო ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების რეიტინგში ლიდერობს.

ამას მოწმობს AirHelp-ის უახლესი რეიტინგი, რომელმაც  მთელი მსოფლიოდან 109 ავიაკომპანიის მომსახურება შეაფასა. რეიტინგი ეფუძნებოდა ამ ავიაკომპანიების დამოკიდებულებას კლიენტების მიმართ, კერძოდ, საჩივრებზე რეაგირების სიჩქარეზე, კომპენსაციის გადახდაზე და მგზავრების კმაყოფილებაზე.

შედარებისთვის, რეიტინგში ლიდერმა 10-დან 8,12 ქულა მიიღო, ბოლო ადგილზე გასულმა ავიაკომპანიამ კი 3,63 ქულა.

2024 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო  TOP-10 ავიაკომპანია:

  • Brussels Airlines
  • Qatar Airways
  • United Airlines
  • American Airlines
  • Play
  • Austrian Airlines
  • LOT Polish Airlines
  • Air Arabia
  • Widerøe
  • Air Serbia

2024 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ცუდი  TOP-10 ავიაკომპანია:

  • Tunisair
  • Buzz
  • Nouvelair
  • Bulgaria Air
  • El Al Israel Airlines
  • Pegasus Airlines
  • IndiGo
  • TAROM
  • Air Mauritius
  • SKY express.