სინგაპურის ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად დასახელდა.
შესაბამისი კვლევა, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორების შეფასებას ეფუძნება, Skytrax World Airport Survey-ის მიერ ჩატარდა, იტყობინება Time Out.
გათვალისწინებული იყო რიგების ხანგრძლივობა, ქალაქთან ლოგისტიკური კავშირები, მოსაცდელ ზონაში საკვების არჩევანი და მომხმარებელთა კმაყოფილება.
მკვლევრებმა მოგზაურებს აეროპორტის ვებსაიტების ხარისხის, პერსონალის მეგობრული დამოკიდებულების, გართობის ვარიანტებისა და ბარგის მიწოდების დროის შესახებ ჰკითხეს.
ჩანგი მსოფლიოში საუკეთესო საკვების მიმწოდებელ აეროპორტად დასახელდა. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია, იგი ცნობილია მგზავრთა მომსახურების მაღალი დონით და ხარისხით.
რეიტინგში მეორე ადგილი კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე ჰამადის აეროპორტმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მან პირველი ადგილი დაიკავა. მოგზაურები გაოცებულნი არიან მისი არქიტექტურით და მდიდრული ტერმინალის კომპლექსით.
მესამე ადგილზე ტოკიოს ჰანედას აეროპორტი გავიდა. პირველ ხუთეულს სეულის ინჩონი და ტოკიოს ნარიტა ავსებენ.
თუმცა, ევროპული და ამერიკული საჰაერო ჰაბები TOP-5-ში ვერ მოხვდნენ.
მსოფლიოს 10 საუკეთესო აეროპორტი 2025 წელს:
- ჩანგი (სინგაპური);
- ჰამადი (დოჰა);
- ჰანედა (ტოკიო);
- ინჩეონი (სეული);
- ნარიტა (ტოკიო);
- ჰონგ-კონგის აეროპორტი;
- შარლ დე გოლი (პარიზი);
- ფიუმიჩინო (რომი);
- მიუნხენის აეროპორტი;
- ციურიხის აეროპორტი.