Cabin Crew HQ-ის ექსპერტებმა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგის შედგენისას მნიშვნელოვან კრიტერიუმებს შორის იყო პარკირების ღირებულება, მგზავრების რაოდენობა, ფრენების განხორციელების საშუალო დრო, მაღაზიებისა და რესტორნების ხელმისაწვდომობა, წერს New York Post.

რეიტინგში პირველი ადგილი ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტმა დაიკავა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ჰანედის საერთაშორისო აეროპორტი. აეროპორტმა მიიღო 80 ქულა დროული გამგზავრების მაღალი მაჩვენებლის, ასევე მრავალი რესტორნისა და მაღაზიის არსებობის გამო.

დატვირთულობით ლიდერმა ჰარტსფილდ-ჯექსონ ატლანტას აეროპორტმა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, რომელმაც 75,18 ქულა მიიღო.

ათეულში ასევე მოხვდნენ მეხიკოს, დელის და სტამბოლის აეროპორტები.

Cabin Crew HQ-ს მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო საერთაშორისო აეროპორტები:

ჰანედა ტოკიო;

ჰარტსფილდ-ჯექსონ ატლანტა;

ო’ჰარე ჩიკაგო;

მეხიკო;

დალასი/ფორტ უორტი;

ჯორჯ ბუში ჰიუსტონი;

ინდირა განდის სახელობის დელი;

დენვერი;

სტამბოლი;

შარლოტა დუგლასი ჩრდილოეთ კაროლინა.