გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ სიყვარულის დედაქალაქი პარიზია, 2026 წლის ახალმა რეიტინგმა სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა. ექსპერტების დასკვნით, ზოგიერთი ქალაქი წყვილებისთვის განსაკუთრებულ აურას ქმნის, სადაც ქუჩები უფრო ლამაზი ჩანს, ვახშამი უფრო დიდხანს გრძელდება და გზის აბნევაც კი თავგადასავლის ნაწილად აღიქმება. სიის სათავეში იტალიური ქალაქები დომინირებენ, თუმცა ათეულში მოხვდა ეგზოტიკური და ჩრდილოეთ ევროპული მიმართულებებიც.

რეიტინგის ლიდერი ვენეცია გახდა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს ევროპის საუკეთესო ადგილის სტატუსს წყვილებისთვის. თავისი არხებით, არქიტექტურითა და ასობით გასართობი ადგილით, ვენეცია ქორწილებისთვის ყველაზე მოთხოვნად ქალაქად დასახელდა. მას მოჰყვება ფლორენცია, სადაც ტოსკანური სამზარეულო და კულტურა განუმეორებელ კოლორიტს ქმნის. საპატიო სამეულს მოულოდნელად მაროკოს მარგალიტი, მარაქეში აგვირგვინებს, რომელიც მოგზაურებს ხმაურიანი ფერადი ქუჩებითა და მდიდრული სასტუმროებით იზიდავს. რეიტინგის მეოთხე ადგილზე კვლავ იტალიური ქალაქი, რომია, რომელიც მდიდარი ისტორიისა და სილამაზის გამო წყვილების საყვარელ ადგილად რჩება.

საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდა ინდური უდაიპური, ე.წ. „ტბების ქალაქი“, რომელიც სასახლეებითა და მოციმციმე წყლის ზედაპირით გამოირჩევა. მას მოჰყვება ედინბურგი, შოტლანდიის ძვირფასი ქვა, რომელიც მოღრუბლული ამინდის მიუხედავად, 2026 წლის სარეკომენდაციო სიაში მოხვდა. მეექვსე პოზიციაზე ლონდონია, რომელმაც რომანტიკულობის მაჩვენებლით პარიზსაც კი გაუსწრო. სიის ბოლო ნაწილში განაწილდნენ სან-ფრანცისკო თავისი ცნობილი ბორცვებით, პარიზი, რომელიც მოულოდნელად მეცხრე ადგილზე ჩამოქვეითდა და ვენა, რომელიც ათეულს კეტავს. ეს რეიტინგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რომანტიკა მხოლოდ კლასიკურ სიმბოლოებში არ არის და მოგზაურები სულ უფრო მეტად ეძებენ ახალ, განსხვავებულ ემოციებს.