მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ყურადღებით აკვირდება ჩინეთსა და მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც ჩინეთში ისე მსოფლიოს მასშტაბით და მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. 

UNWTO-ს განცხადებით, საგანგებო სიტუაციის დაწყების დღიდან ჩინეთის ხელისუფლებამ სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედა. ორგანიზაცია გამოხატავს სოლიდარობას ჩინელ ხალხთან, მის მთავრობასთან და ტურიზმის სექტორთან ამ რთული ვითარების დროს.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთი განვითარდა, როგორც გლობალური ტურიზმის ლიდერი, ორივე მიმართულებით, როგორც ბაზრის წყარო, ასევე თვითონ წამყვანი დანიშნულების ადგილი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საარსებო წყაროს მილიონობით ადამიანისთვის.

UNWTO-ს განცხადებით,  ტურიზმი შესთავაზებს მნიშვნელოვან სასიცოცხლო მიმართულებებს, როგორც კი ჩინეთი გამოჯანმრთელდება და აღდგება ამ სირთულისგან, ისევე როგორც სექტორმა მანამდე მრავალჯერ დაამტკიცა თავისი გამძლეობა. 

მათივე განცხადებით, კრიზისის დროს ტურიზმმა უნდა შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც ფართო საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და სექტორმა პირველ რიგში უნდა დააყენოს ხალხი და მათი კეთილდღეობა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ტურიზმის სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ხალხზე და საზოგადოებებზე მისი გავლენის შეზღუდვის თვალსაზრისით. 

UNWTO, როგორც გაეროს ტურიზმის სპეციალიზირებული სააგენტო, გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას, გაეროს წამყვანი სააგენტო ამ ეპიდემიის მართვისთვის, ტურიზმის სპეციფიკური მითითებით.